ხუთშაბათი, 27 ოქტომბერი, 2022
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების, დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანების, სხვისი ქონების მოტყუებით დაუფლებისა და მოჩვენებითი გარიგებით ქონების გადამალვის ფაქტებზე, ბრალდებულის სახით პასუხისგებაში ერთი პირი მისცეს.