ახალი ამბები

ახალი ამბები

სიახლეები/ახალი ამბები

ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების და სხვისი ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტები

ხუთშაბათი, 27 ოქტომბერი, 2022
ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების და სხვისი ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტები

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების,  დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანების, სხვისი ქონების მოტყუებით დაუფლებისა და მოჩვენებითი გარიგებით ქონების გადამალვის ფაქტებზე, ბრალდებულის სახით პასუხისგებაში ერთი პირი მისცეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, მისი მართვის ქვეშ მყოფი კომპანიების სახელით, დაამზადა ყალბი საგადასახადო დოკუმენტები, კომპანიებს შორის თითქოსდა განხორციელებული საქონლის მიწოდების თაობაზე, რა გზითაც ჯამში შეიქმნა  და შემდგომში გამოიყენა 65 516  ლარის ოდენობის დღგ-ს ყალბი აქტივი. 

მანვე, მიმდინარე საგადასახადო ვალდებულებებისათვის თავის არიდების მიზნით, კომპანიის საკუთრებაში არსებული ჯამში  168 851 ლარის ღირებულების ქონება, მოჩვენებითი გარიგებით, ფიქტიურად გადააფორმა მისი მართვის ქვეშ მყოფი მეორე კომპანიის სახელზე.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის  210-ე, 180-ე,  185-ე და 205 პრიმა მუხლებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.
 

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«თებერვალი 2025»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
272829303112
3456789
10111213141516
17181920212223
242526272812
3456789

Back To Top