სტაჟირება საგამოძიებო სამსახურში
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უცვლელ პრიორიტეტს, უწყებაში პროფესიონალი და მაღალკვალიფიციური კადრების დასაქმება წამოადგენს. საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში ჩადენილ დანაშაულთა წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლის ხელშეწყობის, განათლებული და მოტივირებული ახალგაზრდების მოზიდვის მიზნით, საგამოძიებო სამსახური 2010 წლიდან ახორციელებს სტაჟირების პროგრამას.
2010-2024 წლების განმავლობაში სტაჟირების პროგრამაში მონაწილეობა მიიღო 444 კანდიდატმა. პროგრამის გავლის შედეგად, საგამოძიებო სამსახურში დასაქმდა 271 სტაჟიორი.
სტაჟირების პროგრამის ფარგლებში, სამსახურს არაერთი ახალგაზრდა და კვალიფიციური კადრი შეემატა. დღეის მდგომარეობით კი რამდენიმე მათგანი საგამოძიებო სამსახურში წამყვან პოზიციებს იკავებს.
რას მოიცავს სტაჟირების პროგრამა?
სტაჟირების 6 თვიანი პროგრამის ფარგლებში, კანდიდატებს საშუალება ეძლევათ მიიღონ თეორიული ცოდნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში, ხოლო პრაქტიკული კურსი გაიარონ საგამოძიებო სამსახურის თბილისისა და რეგიონულ ქვედანაყოფებში.
შესაძლებელია თუ არა სტაჟიორი დასაქმდეს საგამოძიებო სამსახურში?
სტაჟირების დადებითად შეფასების შემთხვევაში, სტაჟიორები დაიკავებენ სამსახურში არსებულ შესაბამის ვაკანტურ თანამდებობებს.
როგორ შევიტყო სტაჟირების პროგრამის დაწყების შესახებ?
კონკურსის დაწყებამდე სტაჟირების შესახებ ინფორმაცია გავრცელდება როგორც უწყების სოციალურ და ოფიციალურ ვებ-გვერდებზე, ასევე სხვადასხვა მედია-საშუალებებში.
http://is.ge/
https://www.facebook.com/sagamodziebo/