English

ქართული კლავიატურა
()




<მაისი 2012>
ორსაოთხუპაშაკვ
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123
45678910

04-მაისი-2012

ტრეინინგი კიბერდანაშაულის შესახებ

2012 წლის 30 აპრილიდან 4 მაისის ჩათვლით შსს აკადემიაში კიბერდანაშაულის გამოძიების შესახებ ტრენინგი ჩატარდა. ტრეინინგი ორგანიზებული იყო საქართველოში აშშ საელჩოს (INL) მიერ. სწავლებას უძღვებოდნენ აშშ-ს საიდუმლო სამსახურის (US Secret Service) მოწვეული ექსპერტები.

 

 
 
30-აპრილი-2012
ჰოლანდიის ფისკალური ინფორმაციისა და საგამოძიებოს სამსახურის (FIOD) მიწვევით, ამსტერდამში 23–26 აპრილს, საქმიანი ვიზიტით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. საქართველოს დელეგაციას საგამოძიებო სამსახურის უფროსი გიორგი ობგაიძე ხელმძღვანელობდა.
 
20-აპრილი-2012
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მოწვევით, თბილისში 17–20 აპრილს სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა უკრაინის საგადასახადო მილიციის დელეგაცია, საგადასახადო მილიციის უფროსის ანდრეი გოლოვაჩის ხელმძღვანელობით. დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდნენ უკრაინის საგადასახადო მილიციის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე ბორის დუბა და საგადასახადო მილიციის მთავარი სამმართველოს საგარეო ურთიერთობების განყოფილების უფროსი სვიატოსლავ დუბინა.
 
17-აპრილი-2012
საგამოძიებო სამსახურმა სტაჟიორთა ახალი ნაკადი მიიღო. სამ ეტაპიანი შესარჩევი კონკურსი ახალგაზრდებმა წარმატებით გაიარეს და სწავლების ექვსთვიანი პროცესი დაიწყეს.
 
04-აპრილი-2012
საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში სპეციალური მომზადების კურსი წარმატებით დაასრულეს.
 
02-დეკემბერი-2011
უკანონო სამეწარმეო საქმიანობის, დაუსაბუთებელი შემოსავლების ლეგალიზაციისა და ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება–გამოყენების ფაქტებზე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თამნამშრომლების მიერ ფართომასშტაბიანი ოპერატიული ღონისძიებების გატარების შედეგად დაკავებულები არიან
 

ვიდეო გალერეა
ფოტო გალერეა
სტატისტიკა
ისტორია

 

© 2010 საგამოძიებო სამსახური