პარასკევი, 29 მარტი, 2024
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა პროფესიული დღე და დაარსებიდან 20 წლის იუბილე აღნიშნეს. ამასთანავე, წარმოდგენილი იქნა უწყების 2023 წლის საქმიანობის ანგარიში. საგამოძიებო სამსახურის პროფესიული დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ფინანსთა მინისტრმა - ლაშა ხუციშვილმა გახსნა. მინისტრმა საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცა, განვლილი წლის განმავლობაში უწყების მიერ შესრულებული სამუშაო დადებითად შეაფასა და სამსახურის თანამშრომლებს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.