სამშაბათი, 11 ოქტომბერი, 2022
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან კოორდინაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე გამოავლინეს დიდი ოდენობით, არადეკლარირებული სხვადასხვა სახის სამკაულების და ოქროს ნაკეთობების შემოტანის ორი ფაქტი.