ორშაბათი, 10 ოქტომბერი, 2022
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში - „საჯარო მმართველობის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში საქართველოში აკრედიტებული საელჩოების წარმომადგენლებთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოს პოლიციის ატაშე დიდრიხ ებერსი, საფრანგეთის საელჩოს შიდა უსაფრთხოების ატაშე ოლივიე ლეფებვრი და ექსპერტი იგორის კრზეცკოვსკი, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების უფროსი ექსპერტი - ჰენდრიკუს ვან ბოქსმირი.