პარტნიორობა და თანამშრომლობა

პარტნიორობა და თანამშრომლობა

საერთაშორისო თანამშრომლობა/პარტნიორობა და თანამშრომლობა

საგამოძიებო სამსახურში დღეს ევროპის ეკონომიკური თანამშრომლობის და განვითარების ორგანიზაციის (OECD) წარმომადგენლები იმყოფებოდნენ

ოთხშაბათი, 23 ოქტომბერი, 2019

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში,  ევროპის  ეკონომიკური თანამშრომლობის და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ევრაზიის ოფისის დირექტორი, უილიამ ტომფსონი და ამავე ოფისის, საერთაშორისო თანამშრომლობის სამდივნოს  წარმომადგენელი, დენიელ ქვედბექი იმყოფებოდნენ.   სტუმრებს საგამოძიებო უწყების წარმომადგენლებთან ერთად, სამსახურის უფროსის მოადგილე, ვახტანგ ფარესიშვილი შეხვდა.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი ბელარუსის რესპუბლიკაში

პარასკევი, 27 სექტემბერი, 2019

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის  დელეგაციამ სამსახურის უფროსის - სოსო რამიშვილის ხელმძღვანელობით ოფიციალური შეხვედრები  ბელარუსის რესპუბლიკის სახელმწიფო კონტროლის კომიტეტის ფინანსური გამოძიების დეპარტამენტის ხელმძღვანელებთან გამართა. 

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში ტაჯიკეთის რესპუბლიკის დელეგაცია იმყოფებოდა

ოთხშაბათი, 25 სექტემბერი, 2019

ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის პროგრამის ფარგლებში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში ტაჯიკეთის რესპუბლიკის დელეგაციის წევრები იმყოფებოდნენ. დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ - ტაჯიკეთის პრეზიდენტის აპარატის, საგარეო საქმეთა სამინისტროს, ანტიკორუფციული სამსახურის, გენერალური პროკურატურისა და ეუთოს წარმომადგენლობის  ოფისის თანამშრომლები.

საგამოძიებო სამსახურის უფროსი, საქართველოში აშშ-ის საელჩოს რეგიონალური უშიშროების ატაშეს შეხვდა

სამშაბათი, 23 ივლისი, 2019

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსი, სოსო რამიშვილი, საქართველოში, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს რეგიონული უშიშროების ატაშეს ნიკოლას ქიფს შეხვდა.  შეხვედრას აშშ-ის საელჩოს რეგიონული უსაფრთხოების ოფისისა და საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საგამოძიებო სამსახურის უფროსი სოსო რამიშვილი პოლონეთის ეროვნული პოლიციის მთავარ კომენდანტს იაროსლავ შიმჩიკს შეხვდა

ოთხშაბათი, 12 ივნისი, 2019

თბილისში სამუშაო ვიზიტით პოლონეთის რესპუბლიკის ეროვნული პოლიციის მთავარი კომენდატურის დელეგაცია იმყოფებოდა.  ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის  უფროსი, სოსო რამიშვილი და სხვა ხელმძღვანელი პირები პოლონეთის  ეროვნული პოლიციის მთავარ კომენდანტს, იაროსლავ შიმჩიკს და პოლონეთის ეროვნული პოლიციის მთავარი კომენდატურის, პოლიციის ცენტრალური საგამოძიებო ბიუროს კომენდანტს, პავლე პულტორჟიცკის შეხვდნენ.  
 

810
«მარტი 2025»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
242526272812
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31123456

Back To Top