პარტნიორობა და თანამშრომლობა

პარტნიორობა და თანამშრომლობა

საერთაშორისო თანამშრომლობა/პარტნიორობა და თანამშრომლობა

საგამოძიებო სამსახურში დღეს ევროპის ეკონომიკური თანამშრომლობის და განვითარების ორგანიზაციის (OECD) წარმომადგენლები იმყოფებოდნენ

ოთხშაბათი, 23 ოქტომბერი, 2019
საგამოძიებო სამსახურში დღეს ევროპის ეკონომიკური თანამშრომლობის და განვითარების ორგანიზაციის (OECD) წარმომადგენლები იმყოფებოდნენ

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში,  ევროპის  ეკონომიკური თანამშრომლობის და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ევრაზიის ოფისის დირექტორი, უილიამ ტომფსონი და ამავე ოფისის, საერთაშორისო თანამშრომლობის სამდივნოს  წარმომადგენელი, დენიელ ქვედბექი იმყოფებოდნენ.   სტუმრებს საგამოძიებო უწყების წარმომადგენლებთან ერთად, სამსახურის უფროსის მოადგილე, ვახტანგ ფარესიშვილი შეხვდა.

მხარეებმა ორგანიზაციის საქმიანობასა და მიზნებზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ საგამოძიებო სამსახურთან  თანამშრომლობით, ორგანიზაცია უზრუნველყოფს ტრეინინგებისა და სასწავლო პროგრამების განხორციელებას.

უილიამ ტომფსონმა და დენიელ ქვედბექმა უწყების წარმომადგენლებს შესთავაზეს   ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის სამომავლო ღონისძიებებსა და ტრეინინგების ციკლში ჩართვა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ  აღმოსავლეთ ევროპის, შუა აზიისა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნები. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ  OECD-ის პრიორიტეტს რეგიონში   “Eurasia Academy“ -ის  საქართველოში დაფუძნება წარმოადგენს, რაც ხელს შეუწყობს კვალიფიციური კადრების გადამზადებას და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას საფინანსო-ეკონომიკური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში. 

საგამოძიებო სამსახურისა და  ევროპის  ეკონომიკური თანამშრომლობის და განვითარების ორგანიზაციის წარმომადგენლები ურთიერთთანამშრომლობისა  და სამომავლო გეგმების განხორციელების კონკრეტულ მიმართულებებზე  შეთანხმდნენ.

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«ნოემბერი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
2345678

Back To Top