პარტნიორობა და თანამშრომლობა

პარტნიორობა და თანამშრომლობა

საერთაშორისო თანამშრომლობა/პარტნიორობა და თანამშრომლობა

საგამოძიებო სამსახურის უფროსი, საქართველოში აშშ-ის საელჩოს რეგიონალური უშიშროების ატაშეს შეხვდა

სამშაბათი, 23 ივლისი, 2019
საგამოძიებო სამსახურის უფროსი, საქართველოში აშშ-ის საელჩოს რეგიონალური უშიშროების ატაშეს შეხვდა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსი, სოსო რამიშვილი, საქართველოში, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს რეგიონული უშიშროების ატაშეს ნიკოლას ქიფს შეხვდა.  შეხვედრას აშშ-ის საელჩოს რეგიონული უსაფრთხოების ოფისისა და საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე საგამოძიებო სამსახურის უფროსმა, სოსო რამიშვილმა, სტუმრებს საფინანსო-ეკონომიკური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში უწყების საქმიანობა გააცნო. თავის მხრივ, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს რეგიონალური უშიშროების ატაშე, საქართველოში ყალბი ფულის დამზადება -გასაღების ფაქტების გამოვლენის, გამოძიებისა და მათზე რეაგირების სხვა მეთოდებით  დაინტერესდა. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საგამოძიებო სამსახური ყალბი ფულის გამოვლენა-აღკვეთა-გამოძიების სფეროში ეფექტურ საგამოძიებო-ოპერატიულ ღონისძიებებს ახორციელებს. ამ მიმართულებით საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლებმა სტუმრებს გაწეული სამუშაოს შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.    
 
შეხვედრაზე მხარეები სამომავლო ორმხრივი თანამშრომლობის გეგმებზე შეთანხმდნენ.

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«ნოემბერი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
2345678

Back To Top