პარტნიორობა და თანამშრომლობა

პარტნიორობა და თანამშრომლობა

საერთაშორისო თანამშრომლობა/პარტნიორობა და თანამშრომლობა

საგამოძიებო სამსახურის უფროსი სოსო რამიშვილი პოლონეთის ეროვნული პოლიციის მთავარ კომენდანტს იაროსლავ შიმჩიკს შეხვდა

ოთხშაბათი, 12 ივნისი, 2019
საგამოძიებო სამსახურის უფროსი სოსო რამიშვილი პოლონეთის ეროვნული პოლიციის მთავარ კომენდანტს იაროსლავ შიმჩიკს შეხვდა

თბილისში სამუშაო ვიზიტით პოლონეთის რესპუბლიკის ეროვნული პოლიციის მთავარი კომენდატურის დელეგაცია იმყოფებოდა.  ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის  უფროსი, სოსო რამიშვილი და სხვა ხელმძღვანელი პირები პოლონეთის  ეროვნული პოლიციის მთავარ კომენდანტს, იაროსლავ შიმჩიკს და პოლონეთის ეროვნული პოლიციის მთავარი კომენდატურის, პოლიციის ცენტრალური საგამოძიებო ბიუროს კომენდანტს, პავლე პულტორჟიცკის შეხვდნენ.  

პოლონეთის რესპუბლიკის ეროვნული პოლიციის მთავარი კომენდატურის საქმიანობის სფერო, სხვადასხვა სახის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლასთან ერთად, მოიცავს ეკონომიკური სახის დანაშაულის გამოვლენას, გამოძიებასა და აღკვეთას.  საგამოძიებო სამსახურში გამართულ გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, მხარეებმა ისაუბრეს ეკონომიკური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე. განიხილეს ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის ეფექტური მეთოდები. საგამოძიებო სამსახურის უფროსმა, სოსო რამიშვილმა პოლონეთის დელეგაციის წევრებს საგამოძიებო  საქმიანობის კონკრეტული მიმართულებები გააცნო, ესაუბრა საგამოძიებო სამსახურის სამართლებრივი საფუძვლების, უწყების ორგანიზაციული მოწყობის თაობაზე და აღნიშნა, რომ ეკონომიკური დანაშაულის გამოვლენა-აღკვეთით საგამოძიებო სამსახური იცავს სახელმწიფო ბიუჯეტს ფინანსური დანაკარგებისგან,  ხელს უწყობს თავისუფალი ბიზნესგარემოს არსებობას და ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას.

პოლონეთის რესპუბლიკის დელეგაციის წევრებმა, თავის მხრივ, ქვეყანაში განხორციელებული რეფორმების შესახებ და იმ გამოწვევების თაობაზე ისაუბრეს, რომლებიც  დღეს, პოლონელი სამართალდამცველების წინაშე დგას.

მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობის მნიშვნელობაზე და  შეთანხმდნენ კონკრეტულ მიმართულებებზე.

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«აპრილი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
25262728293031
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

Back To Top