ახალი ამბები

ახალი ამბები

სიახლეები/ახალი ამბები
სტაჟირების პროგრამის შესახებ სტუდენტებთან შეხვედრები გრძელდება

სტაჟირების პროგრამის შესახებ სტუდენტებთან შეხვედრები გრძელდება

ოთხშაბათი, 28 მაისი, 2025

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელი პირები, ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამით ახალგაზრდების დაინტერესების მიზნით, განაგრძობენ სტუდენტებთან შეხვედრებს.  ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილე - იოსებ ვარძელაშვილი და საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსი - ლევან ძნელაძე გორის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და სამცხე ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდნენ.
 

საგამოძიებო სამსახურმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ოქროს კონტრაბანდის ფაქტი გამოავლინა

საგამოძიებო სამსახურმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ოქროს კონტრაბანდის ფაქტი გამოავლინა

სამშაბათი, 27 მაისი, 2025

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებთან კოორდინაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის საბაჟო წესების დარღვევით გადმოტანის ფაქტი გამოავლინა, რაზედაც დაკავებული იქნა ერთი პირი.
 

საგამოძიებო სამსახური სტუდენტებთან შეხვედრებს აგრძელებს

საგამოძიებო სამსახური სტუდენტებთან შეხვედრებს აგრძელებს

ხუთშაბათი, 22 მაისი, 2025

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამაში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაციის ვადა მიმდინარე წლის 7 ივნისის ჩათვლით გაახანგრძლივა. შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მსურველთა ელექტრონული განაცხადები მიიღება საგამოძიებო სამსახურის ვებ-გვერდზე https://is.ge/ka-ge/.
 

საგამოძიებო სამსახურმა საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ოქროს საიუველირო ნაკეთობების უკანონოდ გადმოტანის ფაქტზე ორი პირი დააკავა

საგამოძიებო სამსახურმა საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ოქროს საიუველირო ნაკეთობების უკანონოდ გადმოტანის ფაქტზე ორი პირი დააკავა

სამშაბათი, 20 მაისი, 2025

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებთან კოორდინაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის საბაჟო წესების დარღვევით გადმოტანის ორი ფაქტი გამოავლინა, რაზედაც დაკავებულ იქნა ორი პირი.

საგამოძიებო სამსახურის ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამის შესახებ სტუდენტებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

საგამოძიებო სამსახურის ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამის შესახებ სტუდენტებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

პარასკევი, 16 მაისი, 2025

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამის პოპულარიზაციის და ახალგაზრდების დაინტერესების მიზნით, უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებთან გაცნობითი და საინფორმაციო შეხვედრები დაიწყო. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილემ იოსებ ვარძელაშვილმა და საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსმა ლევან ძნელაძემ, პირველი შეხვედრა იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან გამართეს.
 

134
«აპრილი 2021»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2930311234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293012
3456789

Back To Top