სტაჟირების პროგრამა

სტაჟირების პროგრამა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური აცხადებს ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამას საგამოძიებო და ოპერატიული მიმართულებით 

კონკურსის ტიპი: ანაზღაურებადი სტაჟირება

თანამდებობრივი სარგო: 640 ლარი

განაცხადის წარდგენის ვადა: 06/05/2025-07/06/2025

სტაჟირების ადგილმდებარეობა: ქ. თბილისისა და რეგიონული დანაყოფები

ვაკანსიის რაოდენობა: 30 (15 - გამომძიებელი; 15 - ინსპექტორ-გამომძიებელი/ოპერატიული თანამშრომელი)
 

საკონკურსო განაცხადი:

სტაჟიორი (გამომძიებელი)

საკონკურსო თემატიკა:

  • საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი
  • საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
  • საქართველოს კანონი „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“
  • საქართველოს კანონი „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ“
  • საქართველოს კანონი „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“
  • საქართველოს საგადასახადო კოდექსი
  • საქართველოს კანონი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“
  • საქართველოს კანონი „პოლიციის შესახებ“
  • „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 ნოემბრის № 790 ბრძანება

კონკურსის ეტაპები:

  • პროფესიული ტესტირება
  • ზოგადი უნარების ტესტი
  • გასაუბრება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • განათლება: უმაღლესი იურიდიული
  • ასაკი: 21-30 წელი

სტაჟიორი (ინსპექტორ-გამომძიებელი/ოპერატიული თანამშრომელი)

საკონკურსო თემატიკა:

  • საქართველოს კანონი „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“
  • საქართველოს კანონი „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ“
  • საქართველოს კანონი „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“
  • საქართველოს კანონი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“
  • საქართველოს კანონი „პოლიციის შესახებ“
  • „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 ნოემბრის № 790 ბრძანება

კონკურსის ეტაპები:

  • პროფესიული ტესტირება
  • ზოგადი უნარების ტესტი
  • გასაუბრება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • განათლება: უმაღლესი იურიდიული; ეკონომიკა და ბიზნეს ადმინისტრირება, საჯარო ადმინისტრირება და სახელმწიფო მმართველობა, სოციალურ და პოლიტიკური მეცნიერებები
  • ასაკი: 21-30 წელი

დამატებითი ინფორმაცია:

სტაჟირების მსურველმა კანდიდატმა უნდა შეავსოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ოფიციალურ ვებ-გვერდზე www.is.ge განთავსებული სპეციალური სარეგისტრაციო ფორმა და გაიაროს ონლაინ რეგისტრაცია სასურველი ვაკანსიის შესაბამისად (გამოძიების ან ოპერატიული მიმართულებით). განაცხადთან ერთად, უნდა აიტვირთოს:

  • მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი
  • უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი
  • ავტობიოგრაფია
  • ფოტოსურათი (3X4)
  • ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ
  • ცნობა სამედიცინო-ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ
  • სამოტივაციო წერილი

კონკურსში მონაწილეობას გააგრძელებს და შემდეგ ეტაპზე გადავა მხოლოდ ის კანდიდატი, რომელიც განცხადების (აპლიკაციის) გადარჩევის საფუძველზე დააკმაყოფილებს დადგენილ მოთხოვნებს

კანდიდატი, რომლის მონაცემებიც არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს, მათ შორის, სავალდებულოდ ასატვირთი დოკუმენტის ან/და ინფორმაციის არასრულყოფილად წარდგენის შემთხვევაში, ვერ გააგრძელებს კონკურსში მონაწილეობას

კანდიდატთან დაკავშირება მოხდება მხოლოდ მის მიერ განაცხადში მითითებული საკონტაქტო ინფორმაციის შესაბამისად

კანდიდატს კონკურსის თითოეული ეტაპის ჩატარების დროისა და ადგილის შესახებ ეცნობება კონკურსის ეტაპის ჩატარებამდე 2 დღით ადრე

კანდიდატმა კონკურსის ყველა ეტაპზე სავალდებულოდ უნდა წარმოადგინოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა

საკონტაქტო ინფორმაცია

  • საკონკურსო კომისიის მისამართი: ქ. თბილისი, უნივერსიტეტის ქ. №2ა
  • ტელ:
    (032) 226-20-66
    (032) 226-19-35
    (032) 226-20-68
«მაისი 2025»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2829301234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930311
2345678

Back To Top