ახალი ამბები

ახალი ამბები

სიახლეები/ახალი ამბები

სტაჟირების პროგრამის შესახებ სტუდენტებთან შეხვედრები გრძელდება

ოთხშაბათი, 28 მაისი, 2025
სტაჟირების პროგრამის შესახებ სტუდენტებთან შეხვედრები გრძელდება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელი პირები, ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამით ახალგაზრდების დაინტერესების მიზნით, განაგრძობენ სტუდენტებთან შეხვედრებს. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილე - იოსებ ვარძელაშვილი და საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსი - ლევან ძნელაძე გორის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და სამცხე ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდნენ.

უწყების ხელმძღვანელმა პირებმა სტუდენტებს გააცნეს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საქმიანობის ამოცანები და მუშაობის სპეციფიკა, სრული ინფორმაცია მიაწოდეს სტაჟირების პროგრამის და შესარჩევი სამეტაპიანი კონკურსის შესახებ.

ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამით დაინტერესებულმა სტუდენტებმა მათთვის საინტერესო კითხვებზე ამომწურავი პასუხები მიიღეს.
 

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«მაისი 2025»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2829301234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930311
2345678

Back To Top