ახალი ამბები

ახალი ამბები

სიახლეები/ახალი ამბები

საგამოძიებო სამსახური სტუდენტებთან შეხვედრებს აგრძელებს

ხუთშაბათი, 22 მაისი, 2025
საგამოძიებო სამსახური სტუდენტებთან შეხვედრებს აგრძელებს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამაში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაციის ვადა მიმდინარე წლის 7 ივნისის ჩათვლით გაახანგრძლივა. შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მსურველთა ელექტრონული განაცხადები მიიღება საგამოძიებო სამსახურის ვებ-გვერდზე https://is.ge/ka-ge/.

სტაჟირების პროგრამის პოპულარიზაციის მიზნით, საგამოძიებო სამსახური აგრძელებს შეხვედრებს საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებთან. 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილემ - იოსებ ვარძელაშვილმა და საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსმა ლევან ძნელაძემ, შეხვედრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან გამართეს. 

სამსახურში დაგეგმილი სტაჟირების პროგრამისა და შესარჩევი კონკურსის ეტაპების შესახებ, უწყების ხელმძღვანელმა პირებმა, სტუდენტებს განუმარტეს სამსახურის მანდატი და პროფესიული განვითარების თვალსაზრისით სტაჟირების პროგრამის მნიშვნელობა.

შეხვედრის ფარგლებში, ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამით დაინტერესებულმა სტუდენტებმა, შეკითხვებზე ამომწურავი პასუხები მიიღეს.
 

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«მაისი 2025»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2829301234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930311
2345678

Back To Top