ოთხშაბათი, 18 მარტი, 2020
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების, ქონების მესაკუთრის მოტყუებით, დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, შვიდი პირი დააკავეს.
ორშაბათი, 16 მარტი, 2020
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის, სოსო რამიშვილის განცხადებით, უწყება ბოლო დღეების განმავლობაში აქტიურად ატარებს პრევენციულ ღონისძიებებს ახალი კორონავირუსის (COVID-19) შესაძლო გავრცელების აღსაკვეთად.
პარასკევი, 13 მარტი, 2020
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოქალაქის კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლების მცდელობის ფაქტზე, ერთი პირი დაკავეს.
ხუთშაბათი, 12 მარტი, 2020
კორონავირუსის საფრთხესთან დაკავშირებით, პრევენციული ზომების განსახორციელებლად, საგამოძიებო სამსახური, დროებით გადადის კორესპონდენციის წარმოების დისტანციურ მეთოდზე. მიმდინარე წლის 21 აპრილამდე საგამოძიებო სამსახურში, განცხადებებისა და სხვა სახის კორესპონდენციის მიღება განხორციელდება მხოლოდ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით. გთხოვთ, დოკუმენტის ციფრული (დასკანერებული) ვერსია გამოაგზავნოთ ელ. ფოსტაზე is@mof.ge
სამშაბათი, 10 მარტი, 2020
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტზე, ერთი პირი ამხილეს.