96
ოთხშაბათი, 24 აპრილი, 2019
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების თაღლითურად დაუფლების, სამსახურებრივი გულგრილობისა და ყალბი დოკუმენტის დამზადების ფაქტებზე, ოთხი პირი პასუხისგებაში მისცეს.
97
პარასკევი, 19 აპრილი, 2019
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, კომერციული მოსყიდვის ფაქტზე, ს/ს „საქართველოს რკინიგზის“ ორი თანამშრომელი დააკავეს.
98
ხუთშაბათი, 18 აპრილი, 2019
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში ბელარუსის რესპუბლიკის სახელმწიფო კონტროლის კომიტეტის, ფინანსური გამოძიების დეპარტამენტის დელეგაციის ვიზიტი შედგა. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსი, სოსო რამიშვილი და უწყების სხვა ხელმძღვანელი პირები ბელარუსის რესპუბლიკის სახელმწიფო კონტროლის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს - ფინანსური პოლიციის საგამოძიებო დეპარტამენტის დირექტორს, იგორ მარშალოვს და ამავე სამსახურის წარმომადგენლებს - დიმიტრი დიაგილევს და ვიქტორ ბოგომაზოვს შეხვდნენ.
99
ოთხშაბათი, 17 აპრილი, 2019
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევისა და ქრთამის მიცემის ფაქტზე დაკავებულია სამი პირი.
100
ორშაბათი, 15 აპრილი, 2019
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით სხვისი ქონების მოტყუებით დაუფლების მცდელობის ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს.