ახალი ამბები

ახალი ამბები

სიახლეები/ახალი ამბები

საგამოძიებო სამსახურმა კრედიტის უკანონოდ მიღების ფაქტზე ათი პირი ამხილა

პარასკევი, 07 ივნისი, 2019
საგამოძიებო სამსახურმა კრედიტის უკანონოდ მიღების ფაქტზე ათი პირი ამხილა

78

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, კრედიტის უკანონოდ მიღების ფაქტზე მხილებულია 10 პირი.

გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულებმა, მიმართეს ერთ-ერთ ორგანიზაციას, რა დროსაც, სესხის მიღების მიზნით, წარადგინეს ყალბი ცნობები ფინანსური მდგომარეობის შესახებ, კერძოდ, წარდგენილ იქნა ყალბი საბანკო ამონაწერები, თითქოსდა, ისინი იყვნენ სხვადასხვა კომპანიის თანამშრომლები და ერიცხებოდათ შესაბამისი შემოსავალი.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 208-ე და 210-ე მუხლების პირველი ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2-დან 5 წლამდე ვადით.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური აგრძელებს ინტენსიურ ღონისძიებებს კრედიტის უკანონოდ აღების ფაქტების გამოვლენისა და დამნაშავე პირების მხილების მიზნით. გარდა ზემოაღნიშნული ფაქტისა, 2019 წლის განვლილ პერიოდში საგამოძიებო სამსახურის მიერ აღნიშნული სახის დანაშაულში მხილებულია 15 პირი.


 

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«სექტემბერი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2627282930311
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30123456

Back To Top