ახალი ამბები

ახალი ამბები

სიახლეები/ახალი ამბები

იტალიის რესპუბლიკის კარაბინიერთა ფულის გაყალბებასთან ბრძოლის დანაყოფის წარმომადგენლების ვიზიტი

სამშაბათი, 11 ივნისი, 2019
იტალიის რესპუბლიკის კარაბინიერთა ფულის გაყალბებასთან ბრძოლის დანაყოფის წარმომადგენლების ვიზიტი

76

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს იტალიის რესპუბლიკის კარაბინიერთა ფულის გაყალბებასთან ბრძოლის დანაყოფის წარმომადგენლები ეწვივნენ. დელეგაციის შემადგენლობაში იმყოფებიან იტალიის რესპუბლიკის კარაბინიერთა ფულის გაყალბებასთან ბრძოლის დანაყოფის  უფროსის მოადგილე, მაიორი, რობერტო ერა და ამავე დანაყოფის წარმომადგენელი, მარშელო ფელიჩე ტრიპეპი. იტალიის რესპუბლიკის დელეგაციის წევრებს  საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსი, კახაბერ ხურცილავა და ასევე, უწყების სხვა წარმომადგენლები შეხვდნენ.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, მხარეებმა ისაუბრეს  საქართველოსა და იტალიის რესპუბლიკაში ყალბი ფულის (ყალბი ევროს ბანკნოტების) გამოვლენის და მათი მიმოქცევიდან ამოღების მიმართულებით განხორციელებულ სამართლებრივ ღონისძიებებზე და ამ სახის დანაშაულის პრევენციის, გამოვლენისა  და აღკვეთის საკითხებზე. იმსჯელეს ევროკავშირის ქვეყნებში ყალბი ფულის დამზადებასა და გასაღებასთან დაკავშირებული დანაშაულის სტატისტიკაზე და აღნიშნულ დანაშაულთან ბრძოლის მეთოდებზე. შეხვედრაზე ასევე ითქვა, რომ  საქართველოსა და  იტალიის რესპუბლიკაში  მიმოქცევაში არსებული ყალბი ფულის - ეროვნული და უცხოური ვალუტის არსებობა საფრთხეს უქმნის საბანკო და საკრედიტო დაწესებულებებს და  სერიოზულ ზიანს აყენებს სახელმწიფო ინტერესებს. ამდენად, ამ მიმართულებით უმნიშვნელოვანესია სამართალდამცავი სამსახურების ეფექტიანი საქმიანობა.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა, შიდა სავალუტო ბაზრის დაცვისა და უსაფრთხოების თვალსაზრისით მომავალში განსახორციელებელ აქტივობებს და ამ მიმართულებით, უახლესი ტექნოლოგიების გამოყენების ეფექტურობას. ასევე, იტალიის რესპუბლიკის კარაბინიერთა ფულის გაყალბებასთან ბრძოლის დანაყოფის და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის კოორდინირებული საქმიანობის მნიშვნელობას. შეხვედრაზე სამომავლო ურთიერთთანამშრომლობის მიმართულებით კონკრეტული ღონისძიებები დაიგეგმა.

იტალიის რესპუბლიკის დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში, ასევე, დაგეგმილია შეხვედრები  სამხარაულის სახელობის სასამართლოს ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსა და საქართველოს ეროვნულ ბანკში.


 

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«იანვარი 2025»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
303112345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112
3456789

Back To Top