ხუთშაბათი, 29 მაისი, 2025
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენების გზით, ჯგუფურად, დიდი ოდენობით მიწის ნაკვეთების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, დაკავებულ იქნა ერთი პირი.
ოთხშაბათი, 28 მაისი, 2025
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელი პირები, ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამით ახალგაზრდების დაინტერესების მიზნით, განაგრძობენ სტუდენტებთან შეხვედრებს. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილე - იოსებ ვარძელაშვილი და საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსი - ლევან ძნელაძე გორის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და სამცხე ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდნენ.
სამშაბათი, 27 მაისი, 2025
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებთან კოორდინაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის საბაჟო წესების დარღვევით გადმოტანის ფაქტი გამოავლინა, რაზედაც დაკავებული იქნა ერთი პირი.
ხუთშაბათი, 22 მაისი, 2025
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამაში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაციის ვადა მიმდინარე წლის 7 ივნისის ჩათვლით გაახანგრძლივა. შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მსურველთა ელექტრონული განაცხადები მიიღება საგამოძიებო სამსახურის ვებ-გვერდზე https://is.ge/ka-ge/.
სამშაბათი, 20 მაისი, 2025
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებთან კოორდინაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის საბაჟო წესების დარღვევით გადმოტანის ორი ფაქტი გამოავლინა, რაზედაც დაკავებულ იქნა ორი პირი.