პარასკევი, 21 თებერვალი, 2020
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება - გასაღების ორი ფაქტი გამოავლინეს, რაზეც, ორი კომპანიის ხელმძღვანელი დააკავეს.
ხუთშაბათი, 20 თებერვალი, 2020
საგამოძიებო სამსახურის უფროსმა სოსო რამიშვილმა და უფროსის მოადგილემ ვახტანგ ფარესიშვილმა ბელარუსის რესპუბლიკის სახელმწიფო კონტროლის კომიტეტის წარმომადგენლებს, მარინა დრობიშევსკაიას და დენის ბარდიანს უმასპინძლეს.
სამშაბათი, 18 თებერვალი, 2020
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოქალაქის კუთვნილი ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლების მცდელობის ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს.
ოთხშაბათი, 12 თებერვალი, 2020
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, არასრულწლოვანით ვაჭრობის - ტრეფიკინგის ფაქტზე, შვიდი პირი დააკავეს.
სამშაბათი, 11 თებერვალი, 2020
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის იანვარში, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გამოავლინეს მარკირებას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით აქციზური საქონლის, აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის 30 ფაქტი. გამოძიების ამ ეტაპზე, ბრალდებულის სახით, 15 პირი პასუხისგებაშია მიცემული.