270
პარასკევი, 09 თებერვალი, 2018
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის და ადმინისტრაციის ხელმძღვანელები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა „ევროკავშირის სამართალდამცავ უწყებათა ტრენინგის სააგენტოს“ (CEPOL) საქმიანობის იმ მიმართულებების გაცნობა, რომლებიც საგამოძიებო სამსახურისთვის მნიშვნელოვანი და საინტერესოა.
271
ოთხშაბათი, 07 თებერვალი, 2018
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში 2018 წლის 18 იანვარს დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, შპს „ბადაგონის“ დიდი ოდენობით წილის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო შპს ,,ბადაგონის“ ყოფილი მეწილის, კომპანია „გრაკორო ტრეიდინგ ლიმიტედის“ წარმომადგენლის განცხადება.
272
ოთხშაბათი, 07 თებერვალი, 2018
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე კომპანია ,,ბადაგონის“ საქმესთან დაკავშირებით, დამატებით განმარტებას აკეთებს.
273
ოთხშაბათი, 07 თებერვალი, 2018
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, კუსტარულად მოწყობილ არარეგისტრირებულ საწარმოში, სხვისი სასაქონლო ნიშნით უკანონოდ ნიშანდებული დიდი ოდენობით საქონლის დამზადება-რეალიზაციის ფაქტზე სამი პირი დააკავა.
274
ორშაბათი, 05 თებერვალი, 2018
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება - გასაღების ფაქტზე ერთ-ერთი კომპანიის დირექტორი დააკავეს.