ახალი ამბები

ახალი ამბები

სიახლეები/ახალი ამბები

ყალბი ფულის შენახვა-გასაღების ფაქტზე საგამოძიებო სამსახურმა ერთი პირი დააკავა

ორშაბათი, 12 მარტი, 2018
ყალბი ფულის შენახვა-გასაღების ფაქტზე საგამოძიებო სამსახურმა ერთი პირი დააკავა

256

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ყალბი ფულის შენახვა-გასაღების ფაქტზე, ბრალდებულის სახით ერთი  პირი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, სამეგრელოს რეგიონში   18 000 ლარის ოდენობის ყალბი ასლარიანი კუპიურა გაასაღა.  საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დამატებით ამოღებულია სარეალიზაციოდ გამზადებული 11 ერთეული ყალბი   ასლარიანი კუპიურა.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს  სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის  მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით.

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«მაისი 2025»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2829301234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930311
2345678

Back To Top