ახალი ამბები

ახალი ამბები

სიახლეები/ახალი ამბები

ყავის ფალსიფიკაციის ფაქტზე საგამოძიებო სამსახურმა ერთი პირი პასუხისგებაში მისცა

სამშაბათი, 20 მარტი, 2018
ყავის ფალსიფიკაციის ფაქტზე საგამოძიებო სამსახურმა ერთი პირი პასუხისგებაში მისცა

253

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ყავის ფალსიფიკაციის ფაქტზე ერთი პირი პასუხისგებაში მისცეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, ერთ-ერთი ინდივიდუალური მეწარმე,  სხვადასხვა მარცვლეული კულტურის შერევით, აწარმოებდა ვითომდა ნატურალურ ყავას, რომლის რეალიზაციას  საქართველოს მასშტაბით  არსებულ  სავაჭრო ობიექტებში ახდენდა.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია დიდი ოდენობით ფალსიფიცირებული ყავა და ნედლეული.

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 197-ე მუხლის პირველი  ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 1-დან 3 წლამდე ვადით.

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«მაისი 2025»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2829301234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930311
2345678

Back To Top