72
სამშაბათი, 18 ივნისი, 2019
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისების ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს.
73
ორშაბათი, 17 ივნისი, 2019
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსმა, სოსო რამიშვილმა და ფინანსთა სამინისტროს აკადემიის დირექტორმა, ტარიელ ჭულუხაძემ სტაჟიორებს სერტიფიკატები გადასცეს. საგამოძიებო სამსახურში სტაჟირების პროგრამა წელს პირველად ანაზღაურებადი იყო. საგამოძიებო სამსახურში სტაჟირების პროგრამის ფარგლებში, 2018 წლის 4 დეკემბრიდან - 2019 წლის 4 ივნისის ჩათვლით, სტაჟიორებმა ექვსთვიანი თეორიული და პრაქტიკული სწავლების კურსი გაიარეს. მათგან დადებითად შეფასებულ 22 სტაჟიორს სერტიფიკატები გადაეცა. საუკეთესო მაჩვენებლის მქონე სტაჟიორები, უახლოეს მომავალში, საგამოძიებო სამსახურში დასაქმდებიან.
74
ხუთშაბათი, 13 ივნისი, 2019
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, საქართველოს საბაჟო საზღვარზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით მოძრავი ნივთის საბაჟო კონტროლისგან მალულად, გადატანის ფაქტზე, მხილებულია ორი პირი.
75
ოთხშაბათი, 12 ივნისი, 2019
თბილისში სამუშაო ვიზიტით პოლონეთის რესპუბლიკის ეროვნული პოლიციის მთავარი კომენდატურის დელეგაცია იმყოფებოდა. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსი, სოსო რამიშვილი და სხვა ხელმძღვანელი პირები პოლონეთის ეროვნული პოლიციის მთავარ კომენდანტს, იაროსლავ შიმჩიკს და პოლონეთის ეროვნული პოლიციის მთავარი კომენდატურის, პოლიციის ცენტრალური საგამოძიებო ბიუროს კომენდანტს, პავლე პულტორჟიცკის შეხვდნენ.
76
სამშაბათი, 11 ივნისი, 2019
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს იტალიის რესპუბლიკის კარაბინიერთა ფულის გაყალბებასთან ბრძოლის დანაყოფის წარმომადგენლები ეწვივნენ. დელეგაციის შემადგენლობაში იმყოფებიან იტალიის რესპუბლიკის კარაბინიერთა ფულის გაყალბებასთან ბრძოლის დანაყოფის უფროსის მოადგილე, მაიორი, რობერტო ერა და ამავე დანაყოფის წარმომადგენელი, მარშელო ფელიჩე ტრიპეპი. იტალიის რესპუბლიკის დელეგაციის წევრებს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსი, კახაბერ ხურცილავა და ასევე, უწყების სხვა წარმომადგენლები შეხვდნენ.