ახალი ამბები

ახალი ამბები

სიახლეები/ახალი ამბები

საგამოძიებო სამსახურში სტაჟიორებს სერტიფიკატები გადაეცათ

ორშაბათი, 17 ივნისი, 2019
საგამოძიებო სამსახურში სტაჟიორებს სერტიფიკატები გადაეცათ

73

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსმა, სოსო რამიშვილმა და ფინანსთა სამინისტროს აკადემიის დირექტორმა, ტარიელ ჭულუხაძემ სტაჟიორებს სერტიფიკატები გადასცეს. საგამოძიებო სამსახურში  სტაჟირების პროგრამა წელს პირველად  ანაზღაურებადი იყო.  საგამოძიებო სამსახურში სტაჟირების პროგრამის ფარგლებში, 2018 წლის  4 დეკემბრიდან - 2019 წლის 4 ივნისის ჩათვლით,  სტაჟიორებმა ექვსთვიანი თეორიული და პრაქტიკული სწავლების კურსი  გაიარეს. მათგან დადებითად შეფასებულ  22 სტაჟიორს სერტიფიკატები გადაეცა.  საუკეთესო მაჩვენებლის მქონე  სტაჟიორები, უახლოეს მომავალში, საგამოძიებო სამსახურში   დასაქმდებიან.

სტაჟორებმა თეორიული სწავლება, პირველი სამი თვის განმავლობაში, ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში,  ხოლო, პრაქტიკული ნაწილი საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის თბილისის და რეგიონულ ქვედანაყოფებში გაიარეს. სტაჟირების პერიოდში  მათ ჰქონდათ შესაძლებლობა გასცნობოდნენ საგამოძიებო  სამსახურის საქმიანობის სპეციფიკას, დაუფლებოდნენ  პროფესიულ  ჩვევებს.  შეეძინათ  პრაქტიკული  და  საჯარო მოხელისთვის საჭირო  გამოცდილება.

საგამოძიებო სამსახურში სტაჟირების პროგრამა უკვე წლებია  საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აკადემიის მხარდაჭერით ხორციელდება.
 

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«ნოემბერი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
2345678

Back To Top