პარასკევი, 29 დეკემბერი, 2023
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსმა სოსო რამიშვილმა, მოადგილეებთან ერთად, 2023 წლის საქმიანობის შედეგები შეაჯამა და სამსახურებრივი მოვალეობების წარმატებით შესრულებისა და კეთილსინდისიერი მუშაობისთვის თანამშრომლებს მადლობის სიგელები გადასცა და ვადამდელი სპეციალური წოდებები მიანიჭა.