ოთხშაბათი, 01 ივნისი, 2022
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან კოორდინაციით გატარებული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე დიდი ოდენობით საქონლის საბაჟო წესების დარღვევით გატანის მცდელობის ფაქტზე, პასუხისგებაში ერთი პირი მისცეს.