637
Saturday, April 4, 2015
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სხვისი სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგოდ გამოყენების ფაქტზე, ვაგზლის მოედანის ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთი საწარმოს ხელმძღვანელი, ნ. ა. სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.
638
Friday, April 3, 2015
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შეღწევისა და კომპიუტერული მონაცემის უკანონოდ გამოყენების ფაქტზე, დანაშაულებრივი ჯგუფის ერთი წევრი, მოლდოვის რესპუბლიკის მოქალაქე ვ. ბ. დააკავა.
639
Thursday, April 2, 2015
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, კომერციული მოსყიდვის, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გასაღებისა და ყალბი ბეჭდის დამზადება-გამოყენების ფაქტზე, მოქმედი ვეტექიმები ხ. ბ. და მ. მ. დააკავა.
640
Wednesday, April 1, 2015
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადებისა და გასაღების ფაქტზე, კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის მთავარი სპეციალისტი ა. ბ. დააკავეს.
641
Friday, March 27, 2015
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თაღლითობის ფაქტზე ერთ-ერთი შპს-ის აუდიტორული კომპანიის დირექტორი ს. ჭ. და მოქალაქე რ. ო. დააკავა.
642
Thursday, March 26, 2015
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, 2013-2014 წლებში ქ. თბილისის სამი რაიონის გამგეობებისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების კუთვნილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა ერთ-ერთი შპს-ის დირექტორი ბ. ტ. ამავე საქმეზე ყალბი დასკვნის გაცემის ფაქტზე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულ იქნა კერძო საექსპერტო დაწესებულების შპს-ის დირექტორი ბ. მ. და ექსპერტი გ. ლ.