ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა საგზაო ბიტუმის იმპორტიორი საწარმოების ფაქტობრივი მფლობელი ლ. რ. დააკავა. ამავე საქმეზე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა დანაშაულში თანამონაწილე 4 პირი - ნ. ე, თ. ს, ი. ს. და გ. ფ.
გამოძებით დადგენილია, რომ ლ. რ-მ დანაშაულში თანამონაწილე პირებზე დაარეგისტრირა რამდენიმე საწარმო, რომელთა მეშვეობით საქართველოს ტერიტორიაზე შემოიტანა 858 844 ლარის საგზაო ბიტუმი. ბრალდებულებმა, ბოროტად გამოიყენეს საგადასახადო კანონმდებლობით დაწესებულ საშეღავათო პერიოდი და არ გადაიხადეს იმპორტისა და დამატებითი ღირებულების გადასახადი. აღნიშნული დანაშაულით ბიუჯეტს მიადგა 154 589 ლარის ზიანი.
საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4 დან 6 წლამდე ვადით.