Press releases

News/Press releases

საგამოძიებო სამსახურმა ორი პირი დააკავა

Friday, May 15, 2015
საგამოძიებო სამსახურმა ორი პირი დააკავა

618

ფინანსთა სამინისტოს საგამოძიებო სამსახურმა, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენებისა და ცრუ მეწარმეობის ფაქტზე ორი პირი დააკავა.  

გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულები საქართველოს მასშტაბით ფიზიკური პირებისგან ახდენდნენ ჯართის მიღებას და რეალიზაციას, გადასახადებსაგან თავის არიდების მიზნით კი აღნიშნულ საქმიანობას ახორციელებდნენ სპეციალურად, სამეწარმეო საქმიანობის  განზრახვის გარეშე შექმნილი  საწარმოების სახელით, რა დროსაც არ ახდენდნენ გადასახადების გადახდას. აღნიშნული კანონსაწინააღმდეგო ქმედებით ბიუჯეტს მიადგა 1 200 000 ლარის ზიანი. გარდა ამისა, ბრალდებულების მიმართ გამოკვეთილია 1 210 907 ლარის ღირებულების ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტი.

საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე და 193-ე მუხლით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2 დან 4  წლამდე ვადით.
 

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«November 2024»
MonTueWedThuFriSatSun
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
2345678

 

 

Back To Top