Press releases

News/Press releases

საგამოძიებო სამსახურმა იმპორტიორთა ჯგუფის წევრები პასუხისგებაში მისცა

Monday, May 18, 2015
საგამოძიებო სამსახურმა იმპორტიორთა ჯგუფის წევრები პასუხისგებაში მისცა

617

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა გამოავლინა იმპორტიორთა ჯგუფი, რომელთა კანონსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად, სახელმწიფო ბიუჯეტს განსაკუთრებით დიდი ოდენობის ზიანი მიადგა. აღნიშნულ ფაქტზე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცნენ ა. ყ, ტ. შ. და ბ. ჭ.

გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულებმა, დაარეგისტრირეს რამდენიმე ურთიერთდამოკიდებული იურიდიული პირი, რომელთა სახელითაც 2012-2015 წლებში საქართველოს ტერიტორიაზე შემოიტანეს 8 347 429 ლარის ღირებულების პროდუქცია. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები ბოროტად იყენებდნენ საგადასახადო კანონმდებლობით დაწესებულ საშეღავათო პერიოდს და არ ახორციელებდნენ იმპორტისა და დამატებითი ღირებულების გადასახადის გადახდას. აღნიშნული დანაშაულით ბიუჯეტს  2 557 806 ლარის ზიანი მიადგა. 

 საქმეზე გრძელდება გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4 დან 7 წლამდე ვადით.
 

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«September 2024»
MonTueWedThuFriSatSun
2627282930311
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30123456

 

 

Back To Top