623
Thursday, April 30, 2015
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოტყუებით ქონებრივი დაზიანების, კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შეღწევის და კომპიუტერული მონაცემის შეცვლის ფაქტზე, საერთაშორისო დანაშაულებრივი ჯგუფის ორი წევრი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეები ჰ. ე. ე. და ა. ე. დააკავეს.
624
Tuesday, April 28, 2015
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის, აქციზური მარკის გარეშე რეალიზაციის ფაქტზე, საქართველოს ორი მოქალაქე, ა. პ. და ქ. ც. დააკავა.
625
Friday, April 24, 2015
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ქრთამის აღების ფაქტზე სსიპ „ეროვნული სატყეო სააგენტოს“ სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურის ბორჯომ-ბაკურიანის სატყეო უბნის თანამშრომელი დააკავა.
626
Wednesday, April 22, 2015
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ყალბი დოკუმენტების დამზადება გამოყენებისა და სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი, დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების ფაქტზე ორი კომპანიის დირექტორები გ. შ. და ვ. კ. დააკავა.
627
Tuesday, April 21, 2015
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ქრთამის აღების და სამსახურებრივი სიყალბის ფაქტზე, „სურსათის ეროვნული სააგენტო“-ს კახეთის რეგიონული სამმართველოს ვეტერინარი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.
628
Sunday, April 19, 2015
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის, აქციზური მარკის გარეშე გადაზიდვა-რეალიზაციის ფაქტზე, მოქალაქეები გ. ბ. და გ. გ. დააკავა.