ხუთშაბათი, 07 სექტემბერი, 2023
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსი, სოსო რამიშვილი, სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად, სომხეთის რესპუბლიკის საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარეს, არგიშთი კიარამიანის შეხვდა.
ოთხშაბათი, 06 სექტემბერი, 2023
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის აგვისტოს თვეში, საქართველოს მასშტაბით გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გამოავლინეს მარკირებას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით აქციზური საქონლის, აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის 19 ფაქტი, რაზეც ბრალდებულის სახით, პასუხისგებაში მიეცა 12 პირი, მათგან დაკავებულია 3 პირი.
სამშაბათი, 05 სექტემბერი, 2023
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის - „საჯარო მმართველობის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ (PAR) ხელშეწყობით, საგამოძიებო სამსახურის და ბალკანეთის აქტივების მართვის უწყებათაშორისი ქსელის (BAMIN) სამდივნოს წარმომადგენლებს შორის გაცნობითი ხასიათის ონლაინ შეხვედრა გაიმართა. ყურადღება გამახვილდა დაყადაღებული აქტივების მართვის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობასა და ამ კუთხით დაგროვილი საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების აუცილებლობაზე სხვადასხვა ქვეყნის შესაბამის სამართალდამცავ უწყებებს შორის.
ორშაბათი, 04 სექტემბერი, 2023
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური აქტიურად აგრძელებს მუშაობას ე.წ თაღლითური ქოლ-ცენტრების გამოვლენის მიზნით.
პარასკევი, 01 სექტემბერი, 2023
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების გზით, მოტყუებით, სახელმწიფო ბიუჯეტის ქონებრივი დაზიანების ფაქტზე, სამეგრელოს რეგიონში, მხილებულ იქნა ორი დანაშაულებრივი ჯგუფი, რაზედაც