ახალი ამბები

ახალი ამბები

სიახლეები/ახალი ამბები

ონლაინ-შეხვედრა ბალკანეთის აქტივების მართვის უწყებათაშორისი ქსელის (BAMIN) სამდივნოს წარმომადგენლებთან

სამშაბათი, 05 სექტემბერი, 2023
ონლაინ-შეხვედრა ბალკანეთის აქტივების მართვის უწყებათაშორისი ქსელის (BAMIN) სამდივნოს წარმომადგენლებთან

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის - „საჯარო მმართველობის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ (PAR) ხელშეწყობით, საგამოძიებო სამსახურის და ბალკანეთის აქტივების მართვის უწყებათაშორისი ქსელის (BAMIN) სამდივნოს წარმომადგენლებს შორის გაცნობითი ხასიათის ონლაინ შეხვედრა გაიმართა. ყურადღება გამახვილდა დაყადაღებული აქტივების მართვის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობასა და ამ კუთხით დაგროვილი საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების აუცილებლობაზე სხვადასხვა ქვეყნის შესაბამის სამართალდამცავ უწყებებს შორის.

BAMIN ქსელის წევრებს წარმოადგენენ დასავლეთ ბალკანეთის რვა ქვეყნის სამთავრობო უწყებები და დამკვირვებლის/ასოცირებული წევრის სტატუსის მქონე უწყებები სხვადასხვა ქვეყნებიდან, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან კრიმინალებისგან ჩამორთმეული აქტივების მართვასა და განკარგვაზე.  2014 წელს BAMIN ქსელი შეიქმნა ექვსი ქვეყნის მონაწილეობით, ხოლო დღეისათვის მათი წევრების, დამკვირვებელი და ასოცირებული წევრი ქვეყნების რაოდენობამ 20-ს მიაღწია.

მხარეებმა დაადასტურეს მზაობა დაყადაღებული აქტივების მართვის სფეროში პროფესიული თანამშრომლობისათვის და სამომავლო პრიორიტეტულ მიმართულებებზე შეთანხმდნენ.

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«მაისი 2025»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2829301234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930311
2345678

Back To Top