პარასკევი, 19 მარტი, 2021
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ზეგავლენით ვაჭრობის ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს.
ოთხშაბათი, 17 მარტი, 2021
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენების გზით, დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე სამი პირი ამხილეს.
შაბათი, 13 მარტი, 2021
მიუხედავად იმისა, რომ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ, ჟურნალისტების კითხვების პასუხად, არაერთგზის განიმარტა, რომ საგამოძიებო სამსახური არ არის შესული ტელეკომპანია პოსტ ტვ-ში და არ ახორციელებს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებსა და საგამოძიებო მოქმედებებს, ცალკეულმა მედიასაშუალებებმა მაინც გაავრცელეს მცდარი ინფორმაცია, თითქოს საგამოძიებო სამსახური აღნიშნულ ტელეკომპანიაში საგამოძიებო მოქმედებებს აწარმოებს, რაც არის სიცრუე.
პარასკევი, 12 მარტი, 2021
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით სხვისი ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე სამი პირი დააკავეს.
ოთხშაბათი, 10 მარტი, 2021
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორგანიზებული ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით ყალბი ფულის დამზადება-გასაღების ფაქტზე 4 პირი დააკავეს.