ახალი ამბები

ახალი ამბები

სიახლეები/ახალი ამბები

საგამოძიებო სამსახურმა ზეგავლენით ვაჭრობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

პარასკევი, 19 მარტი, 2021
საგამოძიებო სამსახურმა ზეგავლენით ვაჭრობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ზეგავლენით ვაჭრობის ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა დაარწმუნა ფიზიკური პირი, რომ შეეძლო არამართლზომიერი ზეგავლენის მოხდენა ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებზე, რომლებიც თავის მხრივ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას, ხელს არ შეუშლიდნენ ფიზიკურ პირს სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებაში. 

აღნიშნული დანაშაულებრივი განზრახვით, ბრალდებულმა ფიზიკურ პირს გამოართვა ფულადი თანხა 1000 ლარის ოდენობით. 

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3391 მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე ვადით.
 

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«აპრილი 2025»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
31123456
78910111213
14151617181920
21222324252627
2829301234
567891011

Back To Top