ახალი ამბები

ახალი ამბები

სიახლეები/ახალი ამბები
საგამოძიებო სამსახურმა თებერვლის თვეში უაქციზო საქონლის შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის 45 ფაქტი გამოავლინა

საგამოძიებო სამსახურმა თებერვლის თვეში უაქციზო საქონლის შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის 45 ფაქტი გამოავლინა

სამშაბათი, 07 მარტი, 2023

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, 2023 წლის თებერვლის თვეში, საქართველოს მასშტაბით გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მარკირებას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით აქციზური საქონლის, აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის 45 ფაქტი გამოავლინეს, რაზეც ბრალდებულის სახით 47 პირი პასუხისგებაში მისცეს, მათგან 21 პირი დააკავეს.

საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით ყალბი დოლარის გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა

საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით ყალბი დოლარის გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა

ხუთშაბათი, 02 მარტი, 2023

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ყალბი ვალუტის გასაღების ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს.

საგამოძიებო სამსახურმა ყალბი დოკუმენტებით დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ორი პირი დააკავა

საგამოძიებო სამსახურმა ყალბი დოკუმენტებით დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ორი პირი დააკავა

ოთხშაბათი, 01 მარტი, 2023

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენების გზით, დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, საქართველოში რეგისტრირებული კომპანიის ორი ხელმძღვანელი პირი დააკავეს.

საგამოძიებო სამსახურმა უკანონო ონლაინ კაზინოები გამოავლინა

საგამოძიებო სამსახურმა უკანონო ონლაინ კაზინოები გამოავლინა

ორშაბათი, 27 თებერვალი, 2023

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა,  გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, აჭარის რეგიონში, შესაბამისი ნებართვის გარეშე სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების სამი ფაქტი გამოავლინეს, რაზეც, უცხოეთის სამი მოქალაქე პასუხისგებაში მისცეს, მათგან ერთი დააკავეს.

საგამოძიებო სამსახურში ამერიკული კომპანია - SAS-ის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

საგამოძიებო სამსახურში ამერიკული კომპანია - SAS-ის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

პარასკევი, 24 თებერვალი, 2023

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა მონაცემთა დამუშავებისა და ანალიზის სფეროში წამყვანი ამერიკული კომპანიის - SAS-ის წარმომადგენლებს უმასპინძლა.

2729
«ივნისი 2022»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
303112345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930123
45678910

Back To Top