98
ხუთშაბათი, 18 აპრილი, 2019
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში ბელარუსის რესპუბლიკის სახელმწიფო კონტროლის კომიტეტის, ფინანსური გამოძიების დეპარტამენტის დელეგაციის ვიზიტი შედგა. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსი, სოსო რამიშვილი და უწყების სხვა ხელმძღვანელი პირები ბელარუსის რესპუბლიკის სახელმწიფო კონტროლის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს - ფინანსური პოლიციის საგამოძიებო დეპარტამენტის დირექტორს, იგორ მარშალოვს და ამავე სამსახურის წარმომადგენლებს - დიმიტრი დიაგილევს და ვიქტორ ბოგომაზოვს შეხვდნენ.
99
ოთხშაბათი, 17 აპრილი, 2019
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევისა და ქრთამის მიცემის ფაქტზე დაკავებულია სამი პირი.
100
ორშაბათი, 15 აპრილი, 2019
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით სხვისი ქონების მოტყუებით დაუფლების მცდელობის ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს.
101
შაბათი, 13 აპრილი, 2019
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში სომხეთის რესპუბლიკის დელეგაციის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსი სოსო რამიშვილი, უწყების სხვა ხელმძღვანელი პირები და ფინანსთა მინისტრის მოადგილეები ლერი ბარნაბიშვილი და ლაშა ხუციშვილი სომხეთის რესპუბლიკის სახელმწიფო შემოსავლების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს რუსტამ ბადასიანს და ამავე სამსახურის ოპერატიულ საგამოძიებო სამმართველოს უფროსს ედვარდ ჰოვანისიანს შეხვდნენ
102
ხუთშაბათი, 11 აპრილი, 2019
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოსთან და სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან თანამშრომლობით, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სხვისი ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ორი პირი ამხილა.