ახალი ამბები

ახალი ამბები

სიახლეები/ახალი ამბები

საგამოძიებო სამსახურში სტაჟირება იწყება

ორშაბათი, 11 აპრილი, 2022
საგამოძიებო სამსახურში სტაჟირება იწყება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური აცხადებს ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამას საგამოძიებო და ოპერატიული მიმართულებებით.

სტაჟირების პროგრამაში მონაწილეობის შესაძლებლობა ეძლევათ უმაღლესი იურიდიული, ეკონომიკური, ბიზნეს ადმინისტრირების, საჯარო ადმინისტრირების, სახელმწიფო მმართველობის, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტების კურსდამთავრებულებს. სტაჟიორთა მიღება ხორციელდება გამომძიებლისა და ინსპექტორ-გამომძიებლის 30 ვაკანტურ პოზიციაზე. 

სტაჟირების კონკურსში მონაწილეობის მსურველთა ელექტრონული განაცხადები მიიღება საგამოძიებო სამსახურის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.is.ge) 11 აპრილიდან 30 აპრილის ჩათვლით. 

სტაჟიორები შერჩევითი კონკურსის ეტაპების წარმატებით დასრულების შემდგომ, ექვსთვიან თეორიულ და პრაქტიკულ სწავლების კურსს გაივლიან სსიპ - ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში, საგამოძიებო სამსახურის თბილისისა და რეგიონულ ქვედანაყოფებში. სტაჟიორები დეტალურად გაეცნობიან საფინანსო-ეკონომიკური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით არსებულ კანონმდებლობას, საგამოძიებო უწყების საქმიანობის ძირითად ამოცანებსა და სამუშაოს სპეციფიკას.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიზანია, სტაჟირების პროგრამის ფარგლებში, შესაბამისი განათლების მქონე მოტივირებული ახალგაზრდების მოზიდვა და დასაქმება, რაც სამსახურის ეფექტიან საქმიანობას შეუწყობს ხელს. ხოლო იმ პირებისთვის, რომლებსაც სურთ მომავალი საქმიანობა საგამოძიებო სამსახურს დაუკავშირონ, სტაჟირების პროგრამა პროფესიული ზრდის საუკეთესო შესაძლებლობაა. 
 

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«სექტემბერი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2627282930311
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30123456

Back To Top