ორშაბათი, 02 სექტემბერი, 2024
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დასრულდა. სამეტაპიან კონკურსში შერჩეულმა 30 სტაჟიორმა ექვსთვიანი თეორიული და პრაქტიკული სწავლების კურსი გაიარა, რომელთაგან 23 სწავლება წარმატებით დაასრულა. წარჩინებული სტაჟიორები ოპერატიული და საგამოძიებო მიმართულების შესაბამის თანამდებობებზე დაინიშნენ.