ახალი ამბები

ახალი ამბები

სიახლეები/ახალი ამბები

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს სახელმწიფო ინსპექტორი ეწვია

ორშაბათი, 28 ოქტომბერი, 2019
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს  სახელმწიფო ინსპექტორი ეწვია

28

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსი, სოსო რამიშვილი სახელმწიფო ინსპექტორს, ლონდა თოლორაიას  შეხვდა.

სოსო რამიშვილმა სტუმარს საგამოძიებო  საქმიანობის კონკრეტული მიმართულებები გააცნო, ესაუბრა საგამოძიებო სამსახურის სამართლებრივ საფუძვლებსა და უწყების ორგანიზაციული მოწყობის თაობაზე.

ლონდა თოლორაიამ  საგამოძიებო სამსახურის უფროსს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობა, პრიორიტეტები და ძირითადი მიმართულებები გააცნო.

მხარეთა მიერ ხაზი გაესვა ურთიერთთანამშრომლობის მნიშვნელობას და გამოითქვა სრული მზადყოფნა კოორდინირებული მოქმედებებისათვის.

შეხვედრას ესწრებოდნენ:  ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილეები ვახტანგ ფარესიშვილი, იგა ზაალიშვილი, ვაჟა ფანოზიშვილი და მირიან მჭედლიშვილი.
 

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«სექტემბერი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2627282930311
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30123456

Back To Top