ახალი ამბები

ახალი ამბები

სიახლეები/ახალი ამბები

,,სტაჟირების პროგრამა 2018“ იწყება

ორშაბათი, 01 ოქტომბერი, 2018
,,სტაჟირების პროგრამა 2018“  იწყება

177

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური იწყებს ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამას და აცხადებს სტაჟიორების მიღებას ინსპექტორ-გამომძიებლის პოზიციაზე თბილისსა და რეგიონებში არსებულ ოფისებში.
სტაჟირებაზე მიიღებიან  30 წლამდე ასაკის უმაღლესი იურიდიული და ეკონომიკური განათლების მქონე პირები.
სტაჟიორთა მიღება მოხდება კონკურსის წესით სამ ეტაპად:
·  პროფესიული ტესტირება

·  ზოგადი უნარები

·  გასაუბრება

სტაჟირების წარმატებით გავლის შემთხვევაში, სტაჟიორები დასაქმდებიან საგამოძიებო სამსახურში არსებულ ვაკანტურ თანამდებობებზე.
კონკურსში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია და განაცხადების შევსება შესაძლებელი იქნება  4 ოქტომბრიდან 14 ოქტომბრის ჩათვლით საგამოძიებო სამსახურის ვებგვერდზე  მითითებულ სპეციალურ ველში „სტაჟირება 2018“.

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«სექტემბერი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2627282930311
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30123456

Back To Top