საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების ჯგუფურად დამზადება-გასაღების ფაქტზე, ოთხი პირი დააკავა.
გამოძიებამ დაადგინა, რომ მ. ქ-მ, თ. ს-მ, ო. ჩ-მ და მ. გ-მ დაამზადეს და მეწარმე სუბიექტზე გაასაღეს, ყალბი სასაქონლო ზედნადები, თითქოს, მეწარმეს დიდი ოდენობით დამუშავებული ხის მასალა მიაწოდეს, ყალბი დოკუმენტების დამზადება-გასაღების სანაცვლოდ, დაკავებულებმა 11 400 ლარი აიღეს.
გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 4-დან 7 წლამდე