473
შაბათი, 30 ივლისი, 2016
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მარკირებას დაქვემდებარებული, აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე, დიდი ოდენობით, ჯგუფურად რეალიზაციის ფაქტზე, ერევანი - თბილისი - ბათუმის მატარებლის პერსონალის ორი წევრი დააკავა.
474
პარასკევი, 29 ივლისი, 2016
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, მოტყუებით ქონებრივი დაზიანების და ჯგუფურად ყალბი საანგარიშსწორებო და საგადასახადო დოკუმენტების დამზადებისა და გამოყენების ფაქტზე, ორი შპს-ის ფაქტობრივი ხელმძღვანელები და ერთი დირექტორი დააკავა.
475
ხუთშაბათი, 28 ივლისი, 2016
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სხვისი სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენების ფაქტი გამოავლინა.
476
ოთხშაბათი, 27 ივლისი, 2016
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს ტერიტორიაზე, საბაჟო კონტროლისგან მალულად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ოქროს ნაკეთობების გადმოტანის ფაქტზე, თურქეთის რესპუბლიკის ერთი მოქალაქე დააკავა.
477
პარასკევი, 08 ივლისი, 2016
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე, განათლების და მეცნიერების სამინისტროს, სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს სამშენებლო - საპროექტო სამსახურის წარმომადგენელი დააკავა.