ახალი ამბები

ახალი ამბები

სიახლეები/ახალი ამბები

საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავა

ხუთშაბათი, 24 ნოემბერი, 2016
საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავა

458

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავა.

გამოძიების მიერ დადგენილია, რომ ბრალდებულმა, თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოს ტერიტორიაზე, საბაჟო გამშვები პუნქტი ,,სარფის“ გავლით შემოიტანა და შემდეგ, საქართველოში გაასაღა 10 400 ყალბი თურქული ლირა. დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, გაყალბებულ კუპიურებთან ერთად, საგამოძიებო სამსახურის მიერ ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ექსტაზი. 

საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე, 260-ე და 262 მუხლებით.

 

 

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«მაისი 2025»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2829301234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930311
2345678

Back To Top