369
სამშაბათი, 04 ივლისი, 2017
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ჩატარებული ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვის, გადაზიდვისა და რეალიზაციის ფაქტზე, ბრალდებულის სახით, ერთი პირი დააკავა.
370
პარასკევი, 30 ივნისი, 2017
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსი ლევან გამყრელიძე და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე ვახტანგ ლაშქარაძე საქართველოში ვიზიტით მყოფ თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის ევროპის ოფისის (OLAF) გენერალურ დირექტორს, ჯოვანი კესლერს შეხვდნენ.
371
ხუთშაბათი, 29 ივნისი, 2017
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე, ერთი პირი დააკავა.
372
ორშაბათი, 26 ივნისი, 2017
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის, აქციზური მარკის გარეშე რეალიზაციის ფაქტზე, სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავა.
373
კვირა, 25 ივნისი, 2017
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში სტაჟირების პროგრამის მესამე ეტაპი - გასაუბრება, საკონკურსო კომისიასთან სტაჟიორების მეორე ნაწილმა გაიარა, რითაც, დასრულდა პროექტის პირველი შესარჩევი კონკურსი. უახლოეს მომავალში კონკურსის საბოლოო შედეგები გახდება ცნობილი, რის შემდეგაც, უკვე შერჩეული 40 სტაჟიორი პროგრამის ფარგლებში ექვსთვიანი თეორიული და პრაქტიკული სწავლების კურსს გაივლის ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში და საგამოძიებო სამსახურის სტრუქტურულ დანაყოფებში.