374
შაბათი, 24 ივნისი, 2017
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ჩატარებული ოპერატიულ - სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით, ყალბი აქციზური მარკების დამზადება - გასაღების ფაქტზე, საქართველოს ორი მოქალაქე დააკავა.
375
შაბათი, 24 ივნისი, 2017
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში სტაჟირების პროგრამის მესამე ეტაპი - გასაუბრების პირველი დღე დასრულდა. საგამოძიებო სამსახურის სტაჟირების კომისიასთან გასაუბრება 78 სტაჟიორიდან 41 - მა დღეს გაიარა. ამით, მათ დაასრულეს პროექტის პირველი ფაზის შესარჩევი კონკურსი, დარჩენილი მონაწილეები სტაჟირების პროგრამის გასაუბრების ბოლო ეტაპს ხვალ გაივლიან. ამით დასრულდება პროგრამის პირველი ფაზა, ტესტირება უნარ ჩვევებში, პროფესიული ტესტირება და გასაუბრება.
376
ხუთშაბათი, 22 ივნისი, 2017
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, კერძო პირის კუთვნილი არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის თაღლითურად დაუფლების მცდელობის ფაქტზე, ერთი პირი დააკავა.
377
ოთხშაბათი, 21 ივნისი, 2017
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დაწყებული რეორგანიზაცია გრძელდება, საგამოძიებო სამსახურის უფროსის ლევან გამყრელიძის განცხადებით, „ეკონომიკურ დანაშაულთან ბრძოლის ეფექტურობის გაზრდის და სამსახურის გაძლიერების ფარგლებში დაწყებული რეორგანიზაცია გრძელდება, სამართალდამცავი უწყების რეფორმირების და ფინანსური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის გააქტიურების მიმართულებით, სამსახურის ხელმძღვანელის მხრიდან კვლავ გაგრძელდება მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა და შიდა რგოლებიდან პროფესიონალი და კვალიფიციური კადრების დაწინაურება წახალისება.“
378
ორშაბათი, 19 ივნისი, 2017
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტთან თანამშრომლობით, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე, საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ფაქტზე, საქართველოს ერთი მოქალაქე დააკავა.