322
სამშაბათი, 03 ოქტომბერი, 2017
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე გატარებული რამდენიმე თვიანი ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ყალბი დოკუმენტების გამოყენებით სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით ქონების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ბრალდებულის სახით 14 პირი პასუხისგებაში მისცა.
323
პარასკევი, 29 სექტემბერი, 2017
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში 2017 წლის 6 სექტემბერს კომერციული მოსყიდვის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.
324
ოთხშაბათი, 27 სექტემბერი, 2017
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის ლევან გამყრელიძის წარდგინების საფუძველზე, საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის, ფინანსთა მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის ბრძანებით, ვაჟა ფანოზიშვილი დაინიშნა.
325
სამშაბათი, 26 სექტემბერი, 2017
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან ერთად, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე, საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის სამი ფაქტი გამოავლინეს და ბრალდებულის სახით, სამი პირი პასუხისგებაში მისცეს.
326
კვირა, 24 სექტემბერი, 2017
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ – სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქემდებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა.