ახალი ამბები

ახალი ამბები

სიახლეები/ახალი ამბები

საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილედ ვაჟა ფანოზიშვილი დაინიშნა

ოთხშაბათი, 27 სექტემბერი, 2017
საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილედ ვაჟა ფანოზიშვილი დაინიშნა

324

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის ლევან გამყრელიძის წარდგინების საფუძველზე, საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე  საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის, ფინანსთა მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის ბრძანებით,  ვაჟა ფანოზიშვილი დაინიშნა.

დღეს, საგამოძიებო სამსახურის უფროსმა, ლევან გამყრელიძემ ახალი მოადგილე თანამშრომლებს წარუდგინა და აღნიშნა,  რომ  ვაჟა ფანოზიშვილი საგამოძიებო მიმართულებას უხელმძღვანელებს.

,,მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ გუნდს პროფესიონალი კადრი შეემატა. ვაჟა ფანოზიშვილს აქვს  საჭირო ცოდნა, დიდი გამოცდილება, მაღალი კვალიფიკაცია და პროფესიული უნარ - ჩვევები იმისთვის, რომ სამსახურის მთავარ მიმართულებას უხელმძღვანელოს და საგამოძიებო სამსახურის საქმიანობა კიდევ უფრო ეფექტიანი გახდეს“ - განაცხადა ლევან გამყრელიძემ თანამშრომლებთან შეხვედრაზე.

საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილედ დანიშვნამდე,  ვაჟა ფანოზიშვილი  საქართველოს მთავარ პროკურატურაში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა. 2014 - 2017 წლებში ეკავა კახეთის  საოლქო პროკურორის თანამდებობა, 2013 - 2014 წლებში იგი იყო ქ. თბილისის პროკურორის მოადგილე - საგამოძიებო ნაწილის უფროსი,  2010 – 2013 წლებში  ქ. თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსის მოადგილე. 2004 - 2010 წლებში იკავებდა საქართველოს გენერალური პროკურატურის, შემდგომში მთავარი პროკურატურის დეპარტამენტის პროკურორის და უფროსი პროკურორის თანამდებობებს. 1999 - 2004 წლებში მუშაობდა კახეთის საოლქო პროკურატურის უფროს გამომძიებლად.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილეს დამთავრებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. ფლობს რუსულ და ინგლისურ ენებს.

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«მაისი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
293012345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112
3456789

Back To Top